"მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში 27 სახეობის ხე-მცენარე დაირგო


ავტორი
Front News საქართველო
"მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, განმუხურის საბავშვო ბაღში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჯამში 10 პროექტი განხორციელდა, გამწვანდა ქალაქის სხვადასხვა უბანი, დაირგო 27 სახეობის 252 ძირი ხე-მცენარე.
გამწვანების სამუშაოებში ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ იყო ჩართული.
"მწვანე ბიუჯეტი“ ზუგდიდის მერიის პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა/მოწყობაში.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან "მწვანე ბიუჯეტის" პროცესის განხორციელებისთვის გამოყოფილი საერთო თანხა 100 000 ლარია.
მწვანე ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ, თანამონაწილოებით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს