Logo

მუხრან ღურწკაია - ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი

პოლიტიკა
243
Frontnews image description

ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მუხრან ღურწკაია განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ირაკლი ყანდაშვილს და მის გუნდს აქტივობა ყველაზე მეტად აშინებს.

"ჩვენ სამმა ჯგუფმა მივაღწიეთ იმას, რომ ხმის დამთვლელი კომისია ყოფილიყო ჩვენი სრულად, თუმცა მარტო ეს არ არის დაზღვევა, რომ რამეს არ შეეცდება ადვოკატთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. უბრალოდ, ის არის, რომ დღეს არის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია და მთავარია და აქტივობა ყველაზე მეტად აშინებს ბატონ ირაკლი ყანდაშვილს და მის გუნდს, იმიტომ, რომ ადვოკატების განწყობა ჩვენთვის ცნობილია. ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი", - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. არჩევნების შედეგები 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები