მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
“მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს მუხრანის სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”- აღნიშნულია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს