
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო რწმუნებულ კახეთში ირაკლი შიოშვილი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, თუმცა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას ვერ შეძლებს.
ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ კანონით, ფერმერმა საკუთარი მოსავალი თავად უნდა დააზღვიოს.
"მუნიციპალიტეტი ამას ვერ დაეხმარება, გამორიცხულია. უარს კი არ ვეუბნებით, ეს არის წესი და კანონი, ფერმერმა უნდა დააზღვიოს. თუ სხვამ დააზღვია მარტის თვეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაეზღვია სხვადასხვა ფერმერსაც? სახელმწიფოს ერთადერთი რაც აქვს გაკეთებული, ეს არის აგროდაზღვევა, რომელიც თავისი კომპონენტით შედის და ფერმერს უადვილებს საქმეს", – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხანდელმა სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ბაღები და ვენახები.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს