
ავტორი
Front News საქართველო
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თერჯოლაში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გელა კეტაშვილის საღამო გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე დაესწრო, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
კულტურის სახლში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ წიგნის პრეზენტაცია, ადგილობრივი ანსამბლების საკონცერტო ნომრებთან ერთად, მოეწყო ფილმის ჩვენებაც.
ფეხბურთში პირველ და ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონს გელა კეტაშვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სპორტსმენები შეხვდნენ.
ცნობილი ფეხბურთელის პატივსაცემი საღამო, მერიის განათლების კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს