
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური პატიმრობიდან განცხადებით გათავისუფლება არ ხდება, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ Front News-ს “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს.
“ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური პატიმრობიდან განცხადებით გათავისუფლება არ ხდება. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თვითონ არის უკანონოდ არჩეული პრეზიდენტი, კანონიერ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ეს არის რეჟიმი, ავტოკრატიული და ოლიგარქიული მმართველობაა ქვეყანაში. მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ქვეყანამ უნდა იზრუნოს ამ რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. ნაბიჯები არის გადასადგმელი დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მასობრივი შეკრებები, დაუმორჩილებლობა… ხელისუფლება არის მერუსეთე, პუტინის ინტერესების გამტარებელ რეჟიმს ყავს პოლიტიკურ პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, სხვებიც არიან პოლიტიკურ პატიმრობაში, არჩევნები ტოტალურად ყალბდება, ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოინგრა, რეფორმები არ ტარდება, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა დუმბაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, ოპოზიციამ გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
თაგები:
მურმან დუმბაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს