მურმან დუმბაძე - შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლების დამარცხება რეალური კონსოლიდაციის გარეშე


ავტორი
Front News საქართველო
შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლების დამარცხება რეალური კონსოლიდაციის გარეშე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა დაანებონ პარტიულობას.
"შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლების დამარცხება რეალური კონსოლიდაციის გარეშე. პოლიტიკურმა პარტიებმა დაანებოს ახლა თავი პარტიულობას და ყველა ერთად გავერთიანდეთ. დიდი ერთობა შევქმნათ, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, გავაგდოთ ხელისუფლებიდან. ეს კაცი გასაშვებია აქედან და ამის უამრავი არგუმენტი არსებობს, თუ რატომაა გასაშვები. ბიძინა ივანიშვილი არის მაფიოზი.
ახლა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის დღის წესრიგში ცვლილებები შევუტანეთ. მას უამრავი პოლიციელი და სუსი უნდა დასჭირდეს, რომ ის არჩევნებს სრულყოფილად ვერ ატარებს.
4 ოქტომბერს აქციაზე მოვა ერთი მილიონი ადამიანი? - მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლას ერთი წუთი დასჭირდება. მოვა ნახევარი მილიონი? - მაშინ ორჯერ გაიზრდება ეს წუთები.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საკითხს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე წასულიყო ეს კაცი მთავრობიდან. ვიცი ამ კაცის ხასიათი, უიმისოდ არ წყდება ეს საქმეები. სისხლი რომ არ დაღვრილიყო და საავადმყოფოში არ აღმოჩენილიყო რიჟვაძე, ჩვენ გავიგებდით ამ ამბავს?! გვეცოდინებოდა, რომ ეს კაცი ამ დონის ჯიბგირია? ხომ არ გვეცოდინებოდა. ჩემთან სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ 13 წლის წინ მითხრა - ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო.
ავტორიტარების ბუნება ასეთია - ისინი შენ შეგაგულიანებენ, მაგრამ როგორც კი მას დასჭირდება, პასუხებს მოგთხოვენ. ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე რიჟვაძესთან დაკავშირებით", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
თაგები:
მურმან დუმბაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს