
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, წაადგება საერთო პროცესს, მე აუცილებლად დავესწრები ამ აქციას, – ამის შესახებ “ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქციის თემაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილის მიერ აქციის დაანონსების ფორმა სწორი არ იყო, აქციის ჩატარება საჭიროდ მიაჩნია.
“ამ აქციის გამოცხადების ფორმა არ იყო სწორი. ჩემო ძვირფასო “ნაციონალურო მოძრაობა“, ჩემზე მეტად თქვენს წინააღმდეგ ვინ იბრძოდა, მაგრამ შევძელით რაღაცების გადაფასება. არ შეიძლება თქვენს შორის ასეთი წინააღმდეგობა, თუ აცხადებთ ამ აქციას და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური აქცია, ერთად უნდა გამოგეცხადებინათ.
ვფიქრობ, რომ ეს აქცია წაადგება საერთო პროცესს, მე აუცილებლად დავესწრები ამ აქციას. მიხეილ სააკაშვილს ვერ დავეთანხმები, ის სწორია თავის პოზიციიდან, მე მწოლიარე ავადმყოფ მიხეილ სააკაშვილს ვერ ვუსმენ, სწორია ის, რომ ადამიანები უნდა გადარჩნენ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მისი თქმით, დღეს უპირველესია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება.
თაგები:
მურმან დუმბაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს