Logo

Logo

მურმან მარგველაშვილი - ავარიები ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც, ამაზე სპეკულაცია და ინფორმაციის არქონისპირობებში საუბარი, არ არის გამართლებული

ბიზნესი-ეკონომიკა
Frontnews image description

ეს არ არის პოლიტიკური შეფასებების თემა, ავარიები ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც, ამაზე სპეკულაცია და ინფორმაციის არქონისპირობებში საუბარი, არ არის გამართლებული, - ამის შესახებ Front News-თან ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ავარიას, მათ შორის ეს შესაძლოა, ადამიანური შეცდომაც ყოფილიყო.

"ეს არ არის პოლიტიკური შეფასებების თემა, ავარიები ხდება განვითარებულ ქვეყნებშიც, ასე რომ, რატომ მოხდა, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა, შეცდომა იყო, თუ რა ხდებოდა, ამ ყველაფერზე ანალიზს უნდა დაველოდოთ.

ამაზე სპეკულაცია და ინფორმაციის არქონისპირობებში საუბარი, არ არის გამართლებული.

ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ავარიას - ადამიანური შეცდომა, აპარატურამ არ იმუშავა თუ სხვა რამ. ამიტომ, უნდა დაველოდოთ ანალიზს და მას შემდეგ უნდა განვიხილოთ საკითხი. უნდა დაველოდოთ იმას თუ მომავალში როგორ იქნება არიდებული მსგავსი პრობლემები", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

გასულ ღამეს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. ავტომატურად შეჩერდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურების ფუნქციონირებაც. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ტელეფონის სიხშირეები გაითიშა და მოქალაქეებს ინტერნეტთან წვდომა შეუწყდათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები