Logo

მურთაზ ზოდელავა - 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ პასუხი

პოლიტიკა
418
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა სუსის შენობაშია გადაყვანილი.

იქამდე ზოდელავამ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ხელისუფლების ქმედებებს პასუხი გაეცეს.

"ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ პასუხი.

ბიძინა რასაც აკეთებს, ამას ჰქვია - ჩემი ბოსტანი ხართ, ჩემი ყმები ხართ და ამას სჭირდება პროტესტი, ამბოხი და პასუხის გაცემა",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.

Advertisement