Logo

მურთაზ ზოდელავა - არანაირი უკან დახევა, არანაირი დანებება, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე

პოლიტიკა
61
Frontnews image description

ვინც არიან ათონელის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ მოვუხმოთ აქეთ, რუსთაველზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკან არავინ უნდა დაიხიოს.

"არანაირი უკან დახევა, არანაირი დანებება, არ არის სხვა გამოსავალი. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გავამხნეოთ ერთმანეთი და პანიკა კი არ დათესოს ვიღაცამ, არამედ მოუხმოს სხვა ოჯახის წევრს, უფრო მეტი უნდა გავხდეთ. არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე.

ქართველი არ ნებდება. ვინც არიან ათონელის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ მოვუხმოთ აქეთ, რუსთაველზე. გავამხნეოთ ერთმანეთი, გავძლიერდეთ. ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან, არდანებება უდრის გამარჯვებას", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement