Logo

მურთაზ ზოდელავა - ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი

პოლიტიკა
411
Frontnews image description

მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, -  ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალოვნებს უნდა ჰკითხონ, ვისკენ არიან - სამშობლოს თუ რუსეთის მხარეს.

"მივმართავ ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს - დადექით კონკრეტული არჩევანის წინაშე, უნდა აირჩიოთ ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება. მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს.  ნებისმიერი პოლიციელი, ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას - ვისკენ ხართ! ხალხის, კონსტიტუციის თუ ივანიშვილისკენ?! ვისკენ ხარ სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, რომელიც სწორ პასუხს გაგვცემს, ის რომ მემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement