
ავტორი
Front News საქართველო
ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, - ამის შესახებ დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სიტყვა მშვიდობას ისინი უფრო ხშირად ამბობდნენ, ვიდრე „ქართული ოცნების" კოორდინატორი არჩევნების წინ.
"ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.
სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.
აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების" კოორდინატორი არჩევნების წინ ", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
თაგები:
მურთაზ ზოდელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს