Logo

მურთაზ ზოდელავა - მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება

პოლიტიკა
364
Frontnews image description

მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ რევოლუციამ  ყველაზე დიდი შიში დათესა.

"მე დიდხნიანი პაუზა მქონდა პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ყველა პოლიტიკოსი დააპატიმრა, მას შემდეგ, როცა მან ბოღმის და ერთმანეთის შუღლის კომისია შექმნა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.

მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი. დღეს სხვა ვითარებაა. მე შინაგანად კანონმორჩილი ვარ, არასდროს არაფერი დამირღვევია და უცებ გავგიჟდი - მე დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი შიში დათესა მან მის მომხრეებში“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement