Logo

მურთაზ ზოდელავა - პოლიციელებს უნდა ვკითხოთ, კონსტიტუცია თუ ივანიშვილი, ვინც დამუნჯდება, მიხვდებით, რომ ეს პოლიციელი არ არის და არის ბიძინას მონა

პოლიტიკა
105
Frontnews image description

პოლიციელებს უნდა ვკითხოთ, კონსტიტუცია თუ ივანიშვილი, ვინც დამუნჯდება, მიხვდებით, რომ ეს პოლიციელი არ არის და არის ბიძინას შნირი, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე.

"გარდა იმისა, რომ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, ასევე "ქართული ოცნების" გაპარსვის დღეც არის. გაწეწავენ ივანიშვილს ბოლოჯერ, იხეირებენ და საღამოს მიადევნებენ თვალს ტელევიზორიდან, თუ როგორ დააყენებს საკუთარ განაჩენს ქართველი ხალხი ივანიშვილის მიმართ. ეს არის დღევანდელი დღის განაჩენი.

რაც შეეხება შსს-ს, ჩვენ უნდა მივმართოთ პოლიციელებს ყველამ, ვინც რუსთაველზე შეიკრიბებით, მათ უნდა ვკითხოთ - კონსტიტუცია თუ ივანიშვილი, ხალხი თუ ივანიშვილი და ამ შეკითხვას ვინც ნორმალურ, ადეკვატურ პასუხს გასცემს, ის შეიძლება კიდევ აღვიქვათ პოლიციელად, ვინც დამუნჯდება იმის შიშით, რომ სამსახურიდან გააგდებენ თუ ივანიშვილს უარყოფს, თქვენ მიხვდებით, რომ ეს პოლიციელი არ არის და არის ბიძინას შნირი, მონა, ბანდიტი", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement