Logo

მურთაზ ზოდელავა - სამართლებრივ დეტალებზე საუბარს უკვე არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ცხადია, ეს აბსურდია

პოლიტიკა
343
Frontnews image description

"ქართული ოცნება" ცდილობს, ამ საერთო ეროვნულ რევოლუციურ განწყობას და ტალღას წინ აღუმართოს დადგენილებების და განჩინებების კედელი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

"სამართლებრივ დეტალებზე საუბარს უკვე არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ცხადია, ეს აბსურდია. ჩვეულებრივი შიშის აბსურდია.

მე ასე შევხედავდი, როგორც პოლიტიკური პრიზმით - ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს ლევანთან დაკავშირებით, რომ ამ საერთო ეროვნულ რევოლუციურ განწყობას და ტალღას წინ აღუმართოს დადგენილებების და განჩინებების კედელი.

ბატონ პაატას ჰქონდა არაჩვეულებრივი ფრაზა - ჩვენ მოვდივართ ქართველ ხალხთან ერთად მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი ცვლილებებისთვის და არ გაიქცნენ, დაელოდონ ქართველი ხალხის შეკითხვებს, გასცენ მათ კითხვებს პასუხი, რადგან ასეთია დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

უფლებადამცველების თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავებით და პატიმრობით დარღვეულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები.

Advertisement