მურთაზ ზოდელავა - შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა

ავტორი
Front News საქართველო
შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა, - ამის შესახებ დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომუნიკაციის საკითხი შეზღუდული აქვს.
"ყველა მენატრებით. შეზღუდვა გარე სამყაროსთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ, რაც გვქონდა, კიდევ 2 თვით გაგრძელდა. არის საკითხი, რომელიც ეხება ციხეს - კარცერში ვართ, ფაქტობრივად. კარცერში შეიძლება იყოს ადამიანი, თუ რამეს დააშავებს და ისიც მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ღირსების დამცირებას არ აქვს ადგილი. კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არღვევ და მე არაფერი დამირღვია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს ციხეში. ეს საკითხი იციან ადვოკატებმა. კომუნიკაციის საკითხი შეზღუდული გვაქვს", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავა.
თაგები:
მურთაზ ზოდელავა




