Logo

მურთაზ ზოდელავა - ვერ გავიმარჯვეთ 4-შივე, მაგრამ გავიმარჯვებთ რამდენიმე დღეში, თუ დავდგებით

პოლიტიკა
183
Frontnews image description

ვერ გავიმარჯვეთ 4-შივე, მაგრამ გავიმარჯვებთ რამდენიმე დღეში, თუ დავდგებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არის რევოლუციის დაწყების თარიღი.

"4 ოქტომბერი არის რევოლუციის დაწყების თარიღი. თუ მოქალაქეები მიიღებენ შინაგანად და გადახარშავენ, რომ ეს რამდენიმედღიანი პროცესია და ამაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ გაიმარჯვებს ეს რევოლუცია. არ მივცეთ თავს უფლება, რომ ნიჰილიზმმა გადაგვყლაპოს. ვერ გავიმარჯვეთ 4-შივე, მაგრამ გავიმარჯვებთ რამდენიმე დღეში, თუ დავდგებით. ეს არის რეალური ფორმულა. პირადად მე მზად ვარ ყველაფრისთვის. თუ ჩვენმა ეროვნულმა გონმა, ჩვენმა ინტელექტმა, ჩვენმა ფსიქოლოგიამ ახლა გადახარშა ის, რომ დაწყებულია რევოლუციური პროცესი და ამას ახლა სჭირდება რამდენიმედღიანი ბრძოლა, ქართველი ერი გაიმარჯვებს.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მის ასაკში რაც შეეძლო, ბოლომდე ჩადო ამ პროცესში", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement