
ავტორი
Front News საქართველო
ხაბეიშვილმა “ფორმულას“ ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში წერს.
“პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ, ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში“, – წერს მურთაზ ზოდელავა.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს