Logo

“მზად ვარ წავიდე რუსულ ციხეში, თუ პუტინი ჩემ 24 მეზღვაურს გაათავისუფლებს”

უკრაინა
06.12.2018 / 14:17
Frontnews image description

კიევი: უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური იგორ ვორონჩენკო მზად არის, რუსეთს ჩაბარდეს, თუ სანაცვლოდ მოსკოვი ქერჩის სრუტეში დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს გაათავისუფლებს. 

 

“მე გული მისკდება, როდესაც ვხედავ ჩემს სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულები. მზად ვარ რუსულ ციხეში წავიდე, თუ პუტინი ჩემ 24 ადამიანს გაათავისუფლებს”, – განაცხადა ვორონჩენკომ.

 

მისივე თქმით, ნატო-ს გემების აზოვის ზღვაში გაგზავნა სიტუაციის დეესკალაციას ხელს ვერ შეუწყობს.

 

“2003 წლის შეთანხმებით, აზოვის ზღვაში ხომალდების შესვლის ნებართვა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა გასცენ. ამიტომ, უკრაინას რომც უნდოდეს, ამერიკული ხომალდები აზოვის ზღვაში ვერ მოხვდებიან“, – განაცხადა ვორონჩენკომ.

 

რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ ქერჩის სრუტეში მოძრავი უკრაინული ხომალდები 25 ნოემბერს დააკავა. მოსკოვი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. ეს ბრალდება წაუყენეს დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს. ისინი ამ დრომდე რუსეთში რჩებიან.

 

ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და გემები.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები