მზია ამაღლობელი – ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა


ავტორი
Front News საქართველო
ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი წერს.
ის ასევე სხვა მოშიმშილეებსაც მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ.
“ბათუმში, “ოცნების ქალაქში” მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანის თხრილში ჩავარდნის და დღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე
საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.
ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ”, – წერს მზია ამაღლობელი.
ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან ის პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობდა.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს