მზია ამაღლობელი - ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა


ავტორი
Front News საქართველო
3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა. ეს დღე მედიასაშუალებებმა ერთობლივი პირდაპირი ეთერით აღნიშნეს.
საერთო ეთერი პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა.
"მოგმართავთ კოლეგებს,
კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ.
შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენს გვერდით რომ არ ვარ. ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა.
ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.
ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი, ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
მჯერა, სანამ კიდევ იქნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც.
ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა. ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს.
მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს - ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო.
ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს