მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია იმართება.
ასევე პარლამენტში მოქალაქეები საყვირებით აცილებენ დეპუტატებს, რომლებიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიდიან.
მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი საკუთარი აზრის გამო ისჯება.
ადგილზე მოქალაქეებს ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით – “თავისუფლება მზიას“, “იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის“.
ადგილზე დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის. სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე გაიყვანეს ტერიტორიიდან.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს