მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვა თქვა.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი




