მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი 7 აპრილს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. მან ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს პირადად დააკავა მზია ამაღლობელი. ასევე, გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეადგინა.
პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა