მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 31 მარტამდე გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო.
შემდეგი პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.
ამაღლობელის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის მიკერძოებულია.
“ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი პირისთვის ეს მოსამართლე მიკერძოებულია. მას ამ საქმეზე გამოვლენილი დარღვევების გამო ადევს სანქცია, შესაბამისად, შედეგისადმი დაინტერესებული პირია და ნებისმიერი სტანდარტით, ქალბატონ სახელაშვილს უნდა აეცილებინა თავიდან აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, მაგრამ როგორც ვნახეთ, გაურკვეველი არგუმენტებით არ აიცილა”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
როგორც ცნობილია, მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს