მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 8 მაისს გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ორი მოწმე – ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია უნდა დაკითხულიყვნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ გრიგოლ ბესელიას დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, დღევანდელ პროცესზე ირაკლი დგებუაძე ვერ დაიკითხა.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს