
ავტორი
Front News საქართველო
პროფესიულმა კოლეჯმა „ფერმერთა სკოლამ“, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ფარგლებში, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების პროგრამა წარმატებით განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში ქალმა მსჯავრდებულებმა შეისწავლეს დეკორატიული მცენარეების მოვლისა და გამრავლების საფუძვლები, მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პრაქტიკული პროფესიული უნარების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში, ზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.
სასწავლო კურსი განხორციელდა სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა“ და პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს