
ავტორი
Front News საქართველო
"ნაბეღლავის" ქუთაისის ფილიალის თანამშრომლები გაიფიცნენ. 40-მდე მძღოლი მუშაობაზე უარს ამბობს. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო გრაფიკის გაუმჯობესებასა და ბონუს სისტემის შემოღებას მოითხოვენ.
"გავიფიცეთ, ვუერთდებით თბილისისას. ერთი ფირმა ვართ. აქ მდგომებს, ყველას გვინდა პატარა ჩვენც შეგვიმსუბუქდეს სამუშაო პირობები. ყველაფერზე მოიმატა ფასებმა, გვინდა ხელფასმაც მოიმატოს და ადამიანებად ვიგრძნოთ თავი.
გავდივართ სამუშაოდ დილით ადრე, შემოვდივართ ღამის 2-3 საათზე. საშვების ამბავიც ვერ მოგვიგვარეს. შეგვპირდნენ, მოგემატებათ ხელფასებიო, მაგრამ არ გვინდა ეს ჰაერში ნასროლი სიტყვები იყოს. გვინდა როგორც ხდება ოფიციალურად, გაკეთდეს პროფკავშირებთან ერთად, გაფორმდეს ხელშეკრულება", -აცხადებენ გაფიცულები.
აქციის მონაწილეები ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას ელოდებიან. პროცესში ცოტა ხნის წინ ჩაერთო პროფკავშირებიც.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს