“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება
ბიზნესი-ეკონომიკა
22.09.2021 / 16:15


ავტორი
Front News საქართველო
“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება – განცხადებას ENKA Renewables ავრცელებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანიამ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ENKA İNŞAAT-მა გამოაქვეყნა.
“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
