Logo

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია 14 მარტს გაიმართება

Frontnews image description

14 მარტს ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ. 

აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია საკითხთან დაკავშირებით უცვლელია, ამიტომ აქცია აუცილებლად გაიმართება. მათ მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან. 

"გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პრაქტიკულად მოვისმინეთ მათი პასუხი, რამაც დაგვარწმუნა, რომ ამ ფორმატში მათთან შეხვედრებს აზრი არ აქვს. პროექტის არც სირღმისეული რევიზირება იგეგმება, შეჩერებაზე ზედმეტია საუბარი. ამ მიმართულებით ისინი არანაირ ნაბიჯს არ დგამენ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვჭირდება ცნობიერების ამაღლება, რომ ჩვენც ისევე შევხედოთ ამ ყველაფერს, როგორც თვითონ უყურებენ, ჩვენც ისევე მოგვეწონოს ეს პროექტი, როგორც თავად მოსწონთ. ეს იყო მათი ძირითადი სათქმელი. ხვალ შეხვდებით, მაგრამ მათი პასუხები ჩვენთვის უკვე წინასწარ ცნობილია, არაფრის შეცვლას არ აპირებენ, როგორც ჩანს, საინფორმაციო ტიპის შეხვედრების გამართვას აპირებენ მხოლოდ. ამიტომ, კვირის აქცია აუცილებლად ჩატარდება, აუცილებელია ბევრი ადამიანი ვიყოთ. პირობა დავდეთ 28 თებერვალს, რომ თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, მოვიდოდით და აქვე დაველოდებით, სანამ ოფიციალურ პასუხს არ მივიღებდით. ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, სხვა არაფერი შველის. 

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გვიერთდებიან ხალხი და ეს ყველაზე მეტად გვახარებს. რაოდენობრივი ზრდა გვაქვს მნიშვნელოვანი. დამატებით კიდევ ერთი კარავი გაიშალა და კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს, ჩვენთან ერთად გაათიოს ღამე. ამ მიმართუილებით მნიშვნელოვნად ვძლიერდებით. და რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ, მშვიდობიანი გზებით, გადავჭრათ ეს პრობლემა. ამ საქმეს ამ სულისკვეთებითა და შემართებით ბოლომდე მივიყვანთ და კომპანია "ენკა" დატოვებს ხეობას", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

საკითხის ირგვლივ ადგილობრივების პროტესტი არ წყდება. ისინი უკვე 137-ე დღეა ღამეებს კარვებში ათევენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები