Logo

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს რესპუბლიკის მოედანზე გაათენებენ

Frontnews image description

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაათენებენ. მათ მოედანზე კარვები უკვე გაშალეს. 

როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რიონის ხეობის მცველები არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნების შესრულება უზრუნველვყოთ, ჩვენ თვითონვე, აქ უნდა დავრჩეთ ყველა, მანამ სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და მანამ, სანამ ხელისუფლება ადეკვატური არ გახდება სახალხო პროტესტის მიმართ. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი სიმრავლით" -განაცხადა გოლეთიანმა.

ხეობის მცველებმა ხელისუფლებას დღეს ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ, 12:00 საათამდე, მისცეს. მათ ასევე მოითხოვეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, რომელთაც ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები