ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას ხვალ ოფურჩხეთში გამართავენ


ავტორი
Front News საქართველო
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქცია ხვალ, სოფელ ოფურჩხეთში გაიმართება. ადგილობრივები 13:00 საათზე, ჰესის მშენებელი კომპანიის "ენკას" ოფისთან შეიკრიბებიან და თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
"უკვე 126-ე დღეა ვითხოვთ: 1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება – "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე, თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ";
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
4. კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა"-განაცხადა აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.
ნამოხვანჰესის მშენებლობას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას მხოლოდ ზიანს მოუტანს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები. მათივე თქმით, ტერიტორია სეისმურად აქტიურია და ხეობაში ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.
ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და უკვე 126-ე დღეა, პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ. ტერიტორიაზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული, რადგან თითქმის ყოველ დღე აქვს ადგილი დაპირისპირებას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს