
ავტორი
Front News საქართველო
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერში ჩავიდნენ. აქტივისტები მოსახლეობას ხვდებიან და საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას მართავენ.
ხელისუფლებასთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, რიონის ხეობის მცველებმა 23 მაისს, თბილისში, მასშტაბური აქცია დაგეგმეს. დღევანდელი შეხვედრა კი სწორედ 23 მაისისთვის მზადებაა.
"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები რეგიონებში, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია, რომ მათ მოვუწოდოთ, შემოუერთდნენ აქციას, იმიტომ რომ იქ ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს.
"ენკამ" უნდა შეაჩეროს და შეწყვიტოს მოსამზადებელი სამუშაოები, უკანონოდ წარმოებული ხეობაში. უნდა გადავიდეთ იმ დიალოგის ფორმატში, სადაც შეგვეძლება სამართლიანად და მიუკერძოებლად დავადგინოთ მიზანშეწონილობა პროექტის და გამოვავლინოთ ის მანკიერი შეთანხმებები, რომელიც ჩვენ ხელშეკრულების სახით ვიხილეთ ხელისუფლებასა და კერძო კომპანიას შორის"-აცხადებს ხეობის ერთ-ერთი მცველი მირზა ნოზაძე.
შემდეგი გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრა რაჭასა და გურიაში გაიმართება.
რიონის ხეობის მცველებმა კარვებში 193-ე ღამე გაათენეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს