Logo

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

საზოგადოება
807
Frontnews image description

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები ისევ გრძელდება. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე, გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება. 

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება"-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თაგები:

Advertisement