ნამოხვანთან, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სოფელ ნამახვანში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადიდებულ რიონში გადახტა.
30 წლამდე ასაკის მამაკაცი, მეგობართან ერთად ნამახვანში თბილისიდან სამი დღის წინ ჩავიდა, ამიტომ აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ.
"სანამ გადახტებოდა, ერთ-ერთ ჩვენიანს, ვინც ახლოს გაიარა, მობილური მიაწოდა და უთხრა ჯანოს (მის მეგობარს) მიეციო. ეს იყო ბოლო წინადადება და მიზანმიმართულად გადახტა რიონში. რიონი ადიდებულია, მაშინვე გავიქეცით ყველანი, რომ გამოგვეყანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იყო. ეს ბიჭი სამი დღეა აქ არის. ახლო ურთიერთობა არავის არ გვქონია მასთან, მეგობართან ერთად იყო ჩამოსული და მასთან კონტაქტობდა. ეს მეგობარი ახლა პოლიციელებთან არის. ჩვენ მასთან საუბრის საშუალება ჯერ არ მოგვცემია. შესაბამისად, არც გვაქვს შესაძლებლობა რამე ვკითხოთ. ჯერ ცხედარი არ არის ნაპოვნი და იქნებ ცოცხალი იყოს" -განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა დათო სიმონიამ.
როგორც შსს-ში აცხადებენ ამ დროისთვის, ადგილზე, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თაგები:
