ნანა ბუთხუზი – ჩვენ არავინ და არაფერი არ გვიცავს ერთმანეთის გარდა


ავტორი
Front News საქართველო
სამართალი არ არის, პოლიციას უფლება არ აქვს, რომ დაგიცვას, ისინი, მოსამართლეები მძევლად ჰყავთ აყვანილი. ისინი უარეს დღეში არიან, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობმა ნანა ბუთხუზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.
“ხიფათი რომ გაქვს სიზმარში და საშველად რომ გინდა მოგიხმონ, ყვირი და ხმა არ არის, აი, ეს შეგრძნება მქონდა წლები. ეს შეგრძნება მამყოფებს, თითქოს ვარ გვამი და დღევანდელი დღე იყო ის, რომ ხმა გაისმა და მე გავცოცხლდი. 29-დან მოყოლებული ეს ხმა ისმის და არ დამთავრდება, სანამ არ მივაღწევთ ადამიანის უფლებას, ადამიანის პატივისცემას, ადამიანი არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ ახლა ვართ იმ მოცემულობაში, რომ როდესაც ვართ ბევრი ადამიანი, ამბობენ, რომ არ ვართ. ჩვენ არავინ და არაფერი არ გვიცავს ერთმანეთის გარდა. სამართალი არ არის, პოლიციას უფლება არ აქვს, რომ დაგიცვას, ისინი, მოსამართლეები მძევლად ჰყავთ აყვანილი. ისინი უარეს დღეში არიან, ვიდრე ჩვენ”, – განაცხადა ნანა ბუთხუზმა.
თაგები:
ნანა ბუთხუზი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს