
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა თბილისში, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა.
“აფხაზური ისტორიის სახლში“ განთავსდა ქართულ-აფხაზური ტრადიციული სამოსი, ხალხური საკრავები. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები აქ შეისწავლიან ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. აქვე უნიკალური ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და ფოტომასალის საფუძველზე ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი გამოფენა.
“აღნიშნული ეთნოგრაფიული სივრცის მოწყობის მიზანია ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, საერთო ტრადიციების, რელიგიური წეს-ჩვეულებების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია“, – განაცხადა ნანა გაბელიამ.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
აფხაზეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს