
ავტორი
Front News საქართველო
ნანა გაბელიამ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
შესაბამის დოკუმენტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მინისტრმა და ასოციაციის თავმჯდომარემ აფხაზეთის სახელობის დარბაზი გახსნეს, სადაც სამედიაციო პროცესები გაიმართება.
თაგები:
ნანა გაბელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს