ნანა კაკაბაძე – 19-მა NGO-მ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას!


ავტორი
Front News საქართველო
ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ტარიელ ღვინიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან.
“19-მა NGO-მ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას!
შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა 19-მა ენჯეომ ერთობლივი განცხადებით შეაფასა და უწოდა მას „გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ, რომელიც ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს”, რასაც „ქართული ოცნება” მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“.
საზოგადოებამ იცის სოროსის ფონდის, GDI, TI Georgia, OSGF, ISFED, GMC, Shame movement-ებისა (საკუთარ თავს ასეთი აბრევიატურებით მოიხსენიებენ) და მათი მსგავსი ენჯეოების ნაცმოძრაობის ხელის ბიჭობა, მაგრამ როდესაც პრეტენზია გაქვთ მიუკერძოებელ სტატუსზე, ფორმალურად, მაინც აჩვენეთ საზოგადოებას, რომ ობიექტურობის ნატამალი გაგაჩნიათ, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაირჩინოთ.
დალოცვილებო, მიშელის დოკუმენტის შექმნიდან გასული 100 დღის განმავლობაში, ერთხელ მაინც აღგეღნიშნათ, რომ ხელმოუწერლობით, “ნაცმოძრაობა” მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“.
თუ გულწრფელია თქვენი წუხილი, აქამდე რატომ იყავით გაყუჩებულები და ვერ ამჩნევდით, რომ ოპოზიციის 90%-მა უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე? რა, ეს არ იყო გზა „წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ“?.
თქვენი ორმაგი სტანდარტიდან კარგად ჩანს, ვისი „ძუძუს გოჭებიც“ ბრძანდებით და ამიტომ თავი დაანებეთ სამოქალაქო საზოგადოების სახელით განცხადებების კეთებას, რადგან პოლიტიკური მხარე ხართ და რა მნიშვნელობა აქვს, 19 იქნებით თუ 119, ყველამ იცის, ვის ინტერესებსაც ემსახურებით. თქვენ ეწევით სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას”,- აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს