Logo

ნანა კაკაბაძე შალვა პაპუაშვილს ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკა
994
Frontnews image description

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი  ნანა კაკაბაძე  პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს  მიმართავს, იქნებ თხოვოს ამერიკის საელჩოს, მიაწოდონ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საკუთარი კანონის ქართული თარგმანი, – ამის შესახებ ნანა კაკაბაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ღია წერილშია აღნიშნული.

 

კაკაბაძის თქმით, ეს ერთის მხრივ მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და მეორეს მხრივ გამოააშკარავებს, თუ ვის მხარესაა სიმართლე.

 

“ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს

 

ბ-ნო შალვა,

 

ოპოზიციურ მედიაში, თითქმის 24 საათის განმავლობაში, საუბრობენ იმის, შესახებ, რომ “ხალხის ძალის”მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმავე სულისკვეთების მქონე რუსული კანონის ასლი. ხელისუფლება კი მას ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს. 

 

ბატონო შალვა, იქნებ მიმართოთ ამერიკის საელჩოს და თხოვოთ, მოგაწოდონ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. ეს ერთის მხრივ მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და მეორეს მხრივ გამოააშკარავებს თუ ვის მხარესაა სიმართლე”, – წერს კაკაბაძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები