ნანა ნებიერაძე – ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკაში კიდევ ერთი სპორტსმენი მიდის. მოცურავე ნანა ნებიერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებს.
“ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო …დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე… და ვიწყებ ასე:
მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ,
სწორად წაიკითხეთ…არ მოგეჩვენათ.
მე პოლიტიკაში მოვდივარ!
და რატომ იცით? ვფიქრობ, დღეს დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე…მე მინდა სიახლე, მინდა უკეთესი ქვეყანა და არსად გავიქცევი, არსად არ წავალ.. აქ ვიქნები და აქ ვიბრძოლებ იმ ქვეყნუსთვის რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.. სადაც ჩემი მშობლები, მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი დაიბადა..
ამბობენ, “პოლიტიკა ბინძური” საქმეაო…არა, ბატონებო. პოლიტიკას ადამიანები ქმნიან…ჰოდა უნდა მოვიხადო ჩემი ვალი, რაც ასე ძალიან მაწუხებს, მე თავად უნდა შევცვალო, ვიბრძოლო და მოვიგო! დიახ, მოვიგო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავალი!
ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში… ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად.
პატივისცემით და დიდი სიყვარულით თქვენი საქართველოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე წყალში ხტომაში”, – წერს ნანა ნებიერიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა