
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლემ ნანა სანდერსს 7 წლით, ანტონ უპერს და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.
დღესვე ოთხი ოქტომბრის სხვა საქმის ფიგურანტებს - სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, საბა კორძაიას, საპროცესო გაუფორმდათ 1 წელი და 6 თვე პატიმრობით და 3 წელი პირობითი მსჯავრით.
საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვეს მანუჩარ მიქელაძემ და სპორტსმენმა გიორგი კირვალიძემ.
თაგები:
განაჩენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს