
ავტორი
Front News საქართველო
ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ვაქცინაცია ჩაიტარა. როგორც მისი შვილი ეკა მამალაძე აცხადებს, მომღერალი "ფაიზერის" ორივე დოზითაა ვაქცინირებული.
"გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ უგრძვნია. პირველი აცრა იყო 15-ში, ასე მახსოვს და მეორე დოზა გუშინ (პირველიდან სამი კვირის მერე) მოუწია. მართლა აღსანიშნია, რომ დედაჩემი თანამედროვე ადამიანია და თავის შემოქმედებასაც, ზოგადად ყველაფერს ცივილურად, პროგრესულად უყურებს. ძალიან მეამაყება, არ გვჭირდება ოჯახში, რომ დავითანხმოთ, რომ იქნებ ეს გააკეთოს. იცით როგორ ეჩხუბება ვიღაცებს, როგორ არ აიცერით, რას ლაპარაკობთო. აზროვნებს ძალიან სწორად და შიშიც არ აქვს", – აცხადებს ეკა მამალაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს