
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებზე 650-მდე დამკვირვებელი გვყავს და 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს დავაკვირდებით, რაც საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების ნახევარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვეყოლება მობილური და სტატიკური დამკვირვებლები, დავფარავთ მთლიან საქართველოს და ვცდილობთ დავფაროთ ეროვნული უმცირესობების რეგიონები, – ამის შესახებ საიას წევრმა ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამკვირვებლებს კარგად აქვთ გავლილი სწავლება და დააკვირდებიან მიმდინარე არჩევნებს.
“ჩვენ არჩევნებზე 650-მდე დამკვირვებელი გვყავს და 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს დავაკვირდებით, რაც საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების ნახევარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვეყოლება მობილური და სტატიკური დამკვირვებლები, დავფარავთ მთლიან საქართველოს და ვცდილობთ დავფაროთ ეროვნული უმცირესობების რეგიონები. ჩვენ არჩევნებს ვაკვირდებით საზღვარგარეთაც, სადაც 20 დამკვირვებელი გვეყოლება.
იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით, ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარიმართება, ვფარავთ იმ რაოდენობის საარჩევნო უბნებს, რომელიც საჭიროა ტენდენციების გამოსაკვეთად.
ჩვენი დამკვირვებლები მაქსიმალურად დატრენინგებულები არიან, მათ კარგად იციან საარჩევნო სამართალი და ინფორმირებულები არიან ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უბანზე დაფიქსირდეს”, – განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
თაგები:
ნანუკა ყრუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს