
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა, – ამის შესახებ საიას წევრმა ნანუკა ყრუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი სამომავლო ნაბიჯებსაც შეეხებოდა.
“ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე, ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა”, – განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღეს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. საუბარი იყო არჩევნების შედეგებსა და მიმდინარე პროცესებზე.
თაგები:
ნანუკა ყრუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს