ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან, ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.
მისი ინფორმაციით, ჩხრეკა ყველა ფონდის დამფუძნებელთან ტარდება.
“ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან, ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ”, – წერს ჟორჟოლიანი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქმე სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის”, „სირცხვილიას” და „ფონდის ერთმანეთისთვის” საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
თაგები:
ნანუკა ჟორჟოლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს