
ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.
როგორც ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი შედგა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია. მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ“, – აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ნაფტალი ბენეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს