Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
364
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი ე.წ "გროუბოქსებიდან" ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 33 ძირი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement