
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: ისრაელის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული მ.კ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ო.გ.
სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს